1. ინდივიდუალური შეკვეთისთვის (ჯავშნის) პირობები და წესი

1.1. ჯავშანი ნიშნავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წინასწარ მოთხოვნას.

1.2. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დამკვეთი წერილობითი მიმართვით ან /და ელექრტონული ფოსტით უკვეთავს შემსრულებელს სტუმრებისთვის გასაწევი მომსახურების პირობებს.

1.3. ჯავშნის გაფორმება მოხდება მხოლოდ დამკვეთის პირადი ნომრის ან კომპანიის საგადასახადო ნომრის საფუძველზე.

1.4. შეკვეთის მიღებიდან 24 საათიან ვადაში შემსრულებელი იგივე ფორმით პასუხობს დამკვეთს ჯავშვნის შესახებ განაცხადის მიღების თაობაზე და ჯავშნის დადასტურების შემთხვეევაში აუწყებს მის იდენტიფიკატორს (ბრონის ნომერს).

1.5. ჯავშნის დასადასტურების შემდეგ დამკვეთი ვალდებულია წარმოადგინოს სტუმართა საერთო რაოდენობა და ინდივიდულურად თითოეულის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, სასტუმროში შესახლების ზუსტი დრო და ა.შ. ასევე ისეთი ხასიათის პირადი მონაცემები რასაც მიზანშეწონილად თვლის დამკვეთი (დამატებითი ინფორმაცია).

1.6. სტუმრების მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოუდგენლობა უხსნის შემსრულებელს ვალდებულებას გაუწიოს მას მომსახურება, ასეთ შემთხვევაში ჯავშანი და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯი შემსრულებელს აუნაზღაურდება სრულად.

1.7. თუ ჯავშანი განხორციელდა სტუმრის შესახლების თარიღამდე 60 დღიოთ ადრე , წინაგადახდა 30% -ის ოდენობით უნდა მოახდინოს დამკვეთმა, ჯავშნის დადასტურებიდან სამი დღის განმავლობაში. თუ ჯავშანი განხორციელდა 30-60 დღის ვადაში, წინაგადახდა 30%-ის ოდენობით უნდა მოახდინოს დამკვეთმა ჯავშნის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში.

1.8. დამკვეთის ან/და სტუმრის მოთხოვნით ნომერში ორ ადამიანზე მეტი სტუმრის განთავსება ითვალისწინებს დამატებით ხარჯებს თითოეულ ადამიანზე.

1.9. მშობლებთან ერთად განთავსებული 6 წლამდე ბავშვები სასტუმრო მომსახურებას მიიღებენ უფასოდ დამატებითი საძინებლის გარეშე.

1.10. ჯავშანი, რომელიც განხორციელდება Booking.com, Expedia.com, ან Agoda.com საშუალებით, დაექვემდებარება აღნიშნული პლატფორმების ჯავშნის წესებსა და პირობებს.

 

2. ჯგუფური შეკვეთის (ჯავშნის ) პირობები და წესი

2.1. ჯავშანი ნიშნავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წინასწარ მოთხოვნას.

2.2. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დამკვეთი წერილობითი მიმართვით ან /და ელექრტონული ფოსტით უკვეთავს შემსრულებელს სტუმრებისთვის გასაწევი მომსახურების პირობებს.

2.3. ჯავშნის გაფორმება მოხდება მხოლოდ დამკვეთის პირადი ნომრის ან კომპანიის საგადასახადო ნომრის საფუძველზე.

2.4. შეკვეთის მიღებიდან 24 საათიან ვადაში შემსრულებელი იგივე ფორმით პასუხობს დამკვეთს ჯავშვნის შესახებ განაცხადის მიღების თაობაზე და ჯავშნის დადასტურების შემთხვეევაში აუწყებს მის იდენტიფიკატორს (ბრონის ნომერს).

2.5. დამკვეთი არანაკლებ ათი დღით ადრე აუწყებს შემსრულებელს სტუმართა მონაცემებს წერილობით შეტყობინებაში. სრულად და ზუსტად უნდა აისახოს სტუმართა საერთო რაოდენობა და ინდივიდულურად თითოეულის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, სასტუმროში შესახლების ზუსტი დრო და ა.შ. ასევე ისეთი ხასიათის პირადი მონაცემები რასაც მიზანშეწონილად თვლის დამკვეთი (დამატებითი ინფორმაცია).

2.6. ამ ხელშეკრულების მიხედვით ჯგუფური ჯავშანი ერთდროულად არანაკლებ 5 (ხუთი) სტუმრის შესახლების (განთვასების) შემთხვევაა.

2.7. სტუმრების მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოუდგენლობა უხსნის შემსრულებელს ვალდებულებას გაუწიოს მას მომსახურება, ასეთ შემთხვევაში ჯავშანი და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯი შემსრულებელს აუნაზღაურდება სრულად.

2.8. თუ ჯავშანი განხორციელდა სტუმრის შესახლების თარიღამდე 60 დღიოთ ადრე, წინაგადახდა 30% -ის ოდენობით უნდა მოახდინოს დამკვეთმა, ჯავშნის დადასტურებიდან სამი დღის განმავლობაში. თუ ჯავშანი განხორციელდა 30-60 დღის ვადაში, წინაგადახდა 30%-ის ოდენობით უნდა მოახდინოს დამკვეთმა ჯავშნის დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში.

2.9. ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში დამკვეთს გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება.

2.10. სტუმართა ნებისმიერი მონაცემების ან/და მომსახურების ხარისხის (კლასის) ცვლილებაზე მხარეები თანხმდებიან დამატებით და წერილობით

2.11. შეკვეთაში (ჯავშანში) მითითებული პიროვნების ნაცვლად სხვა პიროვნების განთავსების შემთხვევაში დამკვეთი წინასწარ აფრთხილებს შემსრულებელს.

 

3. სასტუმრო მომსახურების გაწევის წესი

3.1. შემსრულებელს დადგენილი აქვს სასტუმრო მომსახურების 24 საათიანი რეჟიმი შესახლების დრო 14:00 საათი, ნომრის განთავისუფლების დრო 12:00 საათი (ანგარიშსწორების საათი), განიხილება მომსახურების ერთ სასტუმრო დღედ.

3.2. სასტუმროში ერთ სასტუმრო დღეზე ნაკლები ვადით განთავსება მიუხედავად შესახლებული დროისა უტოლდება სრულ სასტუმრო დღეს და შესაბამისად ანგარიშსწორება ხდება ამგვარად.

 

4. კონფიდენციალურობა

4.1. დამკვეთის და/ან სტუმრის ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კომფიდენციალურად. მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა საიმისოდ რომ კონფიდენციალურობა სრულად იქნას დაცული და არ გახდეს ცნობილი მესამე პირისთვის.

4.2. კონფიდენციალურობის დაუცველობა ანიჭებს მეორე მხარეს ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებას.